ოქროს ბუცი 2018/19 - ლიონელ მესი ისევ ლიდერია
ოქროს ბუცი 2018/19 - ლიონელ მესი ისევ ლიდერია

გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების შემდეგ ოქროს ბუცის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ბარსელონას ფორვარდმა ლიონელ მესიმ თავის კონკურენტებთან დიდი უპირატესობა შეინარჩუნა, იმის მიუხედავად, რომ ლა ლიგას მორიგ ტურში არ უთამაშია. არგენტინელი ძალიან ახლოს არის ამ პრიზის მეექვსედ მოგებასთან. მესის ოქროს ბუცი 2010, 2012, 2013, 2017 და 2018 წლებში აქვს მოპოვებული.

ამ მომენტისთვის ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 66 (33 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 54 (27 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 44 (22 გოლი x 2.0)
4. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 42 (21 გოლი x 2.0)
6. დუვან საპატა (ატალანტა) – 40 (20 გოლი x 2.0)
6. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 40 (20 გოლი x 2.0)
8. მბაიე დიანი (გალათასარაი) – 39 (26 გოლი x 1.5)
8. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 39 (26 გოლი x 1.5)
10. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 38 (19 გოლი x 2.0)
10. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 38 (19 გოლი x 2.0)
10. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 38 (19 გოლი x 2.0)
13. კრისტიან სტუანი (ჟირონა) – 36 (18 გოლი x 2.0)
13. ნიკოლა პეპე (ლილი) – 36 (18 გოლი x 2)
13. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 36 (18 გოლი x 2.0)
13. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 36 (18 გოლი x 2.0)
13. სადიო მანე (ლივერპული) – 36 (18 გოლი x 2.0)
13. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი) – 36 (24 გოლი x 1.5)
16. ედინსონ კავანი (პსჟ) – 34 (17 გოლი x 2.0)
16. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 34 (17 გოლი x 2.0)
16. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი) – 34 (17 გოლი x 2.0)
19. არკადიუშ მილიკი (ნაპოლი) – 34 (17 გოლი x 2.0)
19. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 34 (17 გოლი x 2.0)

ოქროს ბუცი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.