Opta Sports-ის ვერსიით, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდად დასახელდა #1TVSPORT
Opta Sports-ის ვერსიით, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდად დასახელდა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს საუკეთესო გუნდების რეიტინგს, რომელიც სტატისტიკურმა პორტალმა, Opta Sports-მა შეადგინა.

ფრანგულმა კლუბმა შეფასების 100-ბალიანი სისტემით მაქსიმუმი მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. სიაში სულ 10 000 კლუბზე მეტია შეყვანილი.

Opta Sports-ის მიხედვით, გუნდების რეიტინგის ათეული:

  1. „პარი სენ-ჟერმენი“ – 100
  2. „ლივერპული“ – 99,27
  3. „არსენალი“ – 98,79
  4. „მანჩესტერ სიტი“ – 97,98
  5. „ბარსელონა“ – 96,89
  6. „რეალი“ – 95,41
  7. „ბაიერნი“ – 95,16
  8. „ჩელსი“ – 94,89
  9. „ასტონ ვილა“ – 94,79
  10.  „ნიუკასლი“ – 94,73