ოპრა უინფრის ოქროს გლობუსს გადასცემენ
ოპრა უინფრის ოქროს გლობუსს გადასცემენ

ტელეწამყვან ოპრა უინფრის ოქროს გლობუსს გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ variety ავრცელებს. ოქროს გლობუსის რიგით 75-ე დაჯილდოება 2018 წლის 21 იანვარს გაიმართება, სადაც ოპრა სესილი დემილის სახელობის საპატიო ჯილდოს მიიღებს.

„ოპრა უინფრის ამ ჯილდოს როგორც გლობალურ მედია ლიდერს, ქველმოქმედს, პროდიუსერსა და მსახიობს გადავცემთ. მისი დამსახურებით ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო ერთმანეთთან უფრო დაახლოვდნენ და დღეს, ოპრა ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და დაფასებული პიროვნებაა”, – ნათქვამია ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის განცხადებაში.

პირველად ეს ჯილდო 1952 წელს გაიცა რეჟისორ სესილ დემილიზე, რომლის სახელიც მოგვიანებით საპატიო გლობუსს ეწოდა.