ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ქუთაისში კვერცხები ესროლეს [ვიდეო]

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში არიან შეკრებილები, კვერცხები ესროლეს.

კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ისროლეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქუთაისში მსვლელობის გამართავენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და რომან გოცირიძე.