ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ცესკო-სკენ მსვლელობას მართავენ
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ცესკო-სკენ მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ლიდერები და მხარდამჭერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართულებით ავტომანქანებით მსვლელობას მართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

„თამარ ჟვანია არის მთავარი შემსრულებელი იმ გაყალბებებისა, რომელიც 31 ოქტომბერს მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ტრადიციულ მეთოდებს, ანუ ამ ზონდერებს, კომისიებში ადამიანებზე ზეწოლას და ა.შ. თამარ ჟვანია არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რადგან არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. რაც თამარ ჟვანიამ ჩაიდინა, არის სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, ვინც შემოგვიერთდება, შემოგვიერთდება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.