ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ ცნობენ არჩევნების მეორე ტურსაც. თუმცა, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები დღევანდელ არჩევნებზე ბიულეტენებში კვლავ არიან წარმოდგენილნი, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნა შეუძლებელია.

დატოვე კომენტარი