ოპოზიციური პარტიები მომავალ კვირას დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ
ოპოზიციური პარტიები მომავალ კვირას დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, იმსჯელებენ მომავალ კვირას დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ. მისივე თქმით, ცოცხალი ჯაჭვი იგეგმება 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღესაც.

„უახლოესი ორი აქცია გამოცხადებულია. პირველი არის 17-18 ნოემბერი, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში და მეორე არის 21 ნოემბერი, რომელიც ასევე მიეძღვნება მეორე ტურებს. ამ ორ აქციაზე ვიმსჯელებთ, თუ როგორ მოხდება, სად მოხდება და შემდეგ ამას ყველაფერს გამოვაცხადებთ. ასევე ვიმსჯელებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 21 ნოემბერს. ორივე შემთხვევაში იქნება ჯაჭვის ფორმატი, ანუ დისტანციის დაცვით. 17-18 ნოემბერს დიდი ალბათობით, იქნება ყოველგვარი გახმოვანებისა და „სფიჩების“ გარეშე. რაც შეეხება 21 ნოემბრის აქციას, ამაზე დამატებით ვიმსჯელებთ.“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.