ნონა მამულაშვილი კახა კუჭავას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლება მისცეს
ნონა მამულაშვილი კახა კუჭავას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლება მისცეს

ოპოზიციონერი დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლება მისცეს.

როგორც ჟურნალისტებს მამულაშვილმა განუცხადა, კახა კუჭავას მსგავსი თხოვნით 4 ოქტომბერს მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო.

დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი უფლების მიღებას 24 დღეა, ითხოვს.

„პირადად მე, უფლებას არ მაძლევს, ვნახო. იციან, რომ დასავლელ პარტნიორებს პირდაპირ ვეკონტაქტები და როგორც ჩანს, სურვილი არ აქვთ, ინფორმაცია დასავლელ პარტნიორებს მივაწოდო. კუჭავასთან ვიყავი, კაბინეტში ჩაიკეტა და მემალება. პარლამენტის თავმჯდომარის ხუშტურებზე არ უნდა იყოს ჩემი ციხეში შესვლის საკითხი. კითხვა მაქვს მის მიმართ, რატომ არ მაძლევს უფლებას, როცა სხვებს აძლევს?“, – განაცხადა მამულაშვილმა.