ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ზუგდიდში, ედიშერ თოლორაიას მაჟორიტარული ბიუროს შესასვლელთან ბოქლომი ჩამოკიდეს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ზუგდიდში, ედიშერ თოლორაიას მაჟორიტარული ბიუროს შესასვლელთან ბოქლომი ჩამოკიდეს

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას ბიუროს შესასვლელთან, კიბის მოაჯირზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ადგილზე  სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რის გამოც აქციის მონაწილეებმა ბიუროში შესვლა ვერ მოახერხეს.

კიბის მოაჯირზე ჩამოკიდებული ბოქლომი მალევე  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ჩამოხსნეს.

მანამდე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეორე მაჟორიტარის, მერაბ ქვარაიას ბიუროს ოფისის კარზე სცადეს ბოქლომის ჩამოკიდება, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე შეკრებილმა მერაბ ქვარაიას მხარდამჭერებმა არ მისცეს.

აქცია ორივე ბიუროსთან უკვე დასრულებულია.

დატოვე კომენტარი