ოპოზიციის წარმომადგენელთა კონსულტაციებზე გადაწყდება, აქცია დღეს გაგრძელდება თუ კვირას
ოპოზიციის წარმომადგენელთა კონსულტაციებზე გადაწყდება, აქცია დღეს გაგრძელდება თუ კვირას

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კონსულტაციები დაიწყო.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მსჯელობა სამომავლო გეგმებს შეეხება.

მათივე თქმით, შეხვედრაზე გადაწყდება, რუსთაველის გამზირზე აქცია დღეს გაგრძელდება თუ კვირას.

შეხვედრა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო.

პოლიტიკოსების განცხადებით, ამის მიზეზი ტექნიკური საკითხი გახდა.