ოპოზიციის მხარდამჭერები ცესკო-ს შესასვლელთან რკინის ღობეს ქვებს ურტყამენ [ფოტო]
ოპოზიციის მხარდამჭერები ცესკო-ს შესასვლელთან რკინის ღობეს ქვებს ურტყამენ [ფოტო]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ცესკო-ს შესასვლელთან გაკეთებულ რკინის ღობეს ქვებს ურტყამენ და აცხადებენ, რომ „გამყალბებლები უნდა იყვნენ“ ციხეში.

ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ცესკო თავმჯდომარე თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დამნაშავეა.

„ყველა მშვდობიან გზას მივმართავთ პროტესტის გამოსათქმელად. ამ ფორმით გვინდა, ცესკო-ში მყოფმა პირებმა გაიგონონ ჩვენი ხმა“, – განახცადა ზვიად კუპრავამ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მართავენ შეხვედრას.