პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის პროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა

17:47, 12.11.2019

ოპოზიციის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე ჩავარდა.

ცვლილებებს რამდენიმე წუთის წინ ეყარა კენჭი. მას მხარი დაუჭირა 32-მა დეპუტატმა, 52 წინააღმდეგი წავიდა.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

მსგავსი