ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება და სირცხვილის კორიდორის მოწყობა სავარაუდოდ გადაიდება
ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება და სირცხვილის კორიდორის მოწყობა სავარაუდოდ გადაიდება

ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება და სირცხვილის კორიდორის მოწყობა სავარაუდოდ გადაიდება. როგორც ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, ამის მიზეზი ბაღდათში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანის, მათ შორის ოთხი ბავშვის დაღუპვაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს აქციის გადადება დაუდასტურეს.

„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქტივობა სავარაუდოდ გადაიდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერები დილით გამოაცხადებენ.