ოპოზიციის აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მისცეს
ოპოზიციის აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მისცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიას ოპოზიციის აქტივისტებმა ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციის აქტივისტები დეპუტატს მიმართავდნენ, აეხსნა, რატომ ჩააგდო პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება.

„არ ჩავატარებინებთ ბრიფინგს და ყველა მაჟორიტარს შევუქმნით დისკომფორტს“, – აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ნაციონალები“ ახალგაზრდებს სხვადასხვა დავალებით აგზავნიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იარონ ამ დავალებებით და გაეცემათ საკადრისი პასუხი“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.