ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანცელარიასთან აქციის ნაცვლად მსვლელობა გაიმართება, ხოლო 13 მარტისთვის დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანცელარიასთან აქციის ნაცვლად მსვლელობა გაიმართება, ხოლო 13 მარტისთვის დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები გადაიდო.

„ხელისუფლებას რომ არ მივცეთ დამატებითი საფუძველი, დამატებითი მიზეზი, უარი თქვას მოლაპარაკებაზე ან ჩაშალოს მოლაპარაკება, ოპოზიციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც იყო წინააღმდეგობის, არაძალადობრივი აქციები, გადავდოთ დროებით, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკების პროცესის ვადა, რომელიც იყო განსაზღვრული 16-მდე. საერთო ფორმატში აქციები იქნება ნებაყოფლობითი პარტიების მიერ. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კრიტიკული ვითარება, პარტიის თავმჯდომარეა დაჭერილი და შეუძლიათ, ჩაატარონ ან არ ჩაატარონ აქციები, იმ პირობით, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან და პოლიციასთან არ მოვიდნენ შეხებაში. ეს არის მთავარი იდეა, რომ რაც შეიძლება შორს ვიყოთ, რათა ხელისუფლებამ არ მოახდინოს აქციის მონაწილეების პროვოცირება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ხვალ დაგეგმილი მანქანების აქცია მაინც გაიმართება.

„ამის შემდეგ დაგეგმილი აქციები რაც იყო, მათ შორის 13 მარტის აქცია, გადაიდო. სავარაუდოდ, 20 რიცხვში ველოდებით მოლაპარაკების შედეგებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.