ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პარასკევს გაიმართება

20:02, 15.12.2019

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი, მეოთხე რაუნდი პარასკევს გაიმართება. ამ საკითხზე დისკუსიის მონაწილეები უკვე შეთანხმდნენ.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ახალ წინადადებებს ელოდება, მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ახალი ინიციატივების მოსმენა ოპოზიციის წარმომადგენელთაგან სურთ.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც ტრადიციულად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დღეს კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

მსგავსი