ოპოზიცია 25 თებერვალსა და 31 მარტს თბილისსა და ბათუმში აქციებს გამართავს
ოპოზიცია 25 თებერვალსა და 31 მარტს თბილისსა და ბათუმში აქციებს გამართავს

ოპოზიცია 25 თებერვალსა და 31 მარტს თბილისსა და ბათუმში აქციებს გამართავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 25 თებერვალს გაიმართება მშვიდობიანი მანიფესტაცია-მსვლელობა, ხოლო 31 მარტს ფართომასშტაბიანი აქცია.

„რეგულარულად ვიკრიბებით, ხან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ხან „ლელოს“ ოფისში და ეს პირველი შეკრება არის უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, 100 წლის წინ, დღე, როდესაც მოახერხეს ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, ეს ყველაფერი გავაპროტესტოთ მშვიდობიანი მსვლელობა-მანიფესტაციით, 100 წლის თავზე. საქართველოში კვლავ იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, როდესაც მტრულად განწყობილი სახელმწიფო და მისი ადეპტები, ხელისუფლებაში მოკალათებული იგივე საფრთხის შემცვლელნი არიან, რა საფრთხის წინაშეც 100 წლის წინ ვიდექით. სამწუხაროდ, მაშინ ამ საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა. 25 თებერვალი არის განსაკუთრებული თარიღი. მშვიდობიანი მანიფესტაცია-მსვლელობა გაიმართება თბილისსა და ბათუმში 25 თებერვალს და ამავე დროს, ფართობასშტაბიანი აქცია გაიმართება 31 მარტს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება საქართველოს ისტორიაში. 31 მარტამდე ბუნებრივია, იქნება უამრავი სხვადასხვა აქტივობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი