Opinionway-ს მონაცემებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა 86,53%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ლიდერობს.
ფრანგული კომპანია Opinionway-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა 86,53%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი, გუდრატ გასანაგულიევია ხმათა 3,1%-ით. მას ზაჰიდ ორუჯი მოსდევს 2,9%-ით.
ELS-ის ეგზიტპოლის შედეგის თანახმად კი, ილჰამ ალიევმა ხმათა 82,71% მიიღო.
კომპანიამ გამოკითხვა 118 საარჩევნო უბანზე ჩაატარა.
საპრეზიდენტო არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 426 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.