ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი ბეჭდური ვერსია გამოიცა
ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი ბეჭდური ვერსია გამოიცა

კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი ბეჭდური ვერსია გამოიცა.

გამოცემაზე დირიჟორმა რევაზ ტაკიძემ იმუშავა, რომელმაც ზეპირად იცის დოლიძის ოპერა და მრავალი წელია, პარტიტურის გარეშე დირიჟორობს.

თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრში „ქეთო და კოტეს“ მესამე საპრემიერო დადგმა იქნება. ნაწარმოების პირველი დადგმა ალექსანდრე წუწუნავას ეკუთვნის, რომელიც თეატრში 90-იან წლებამდე იდგმებოდა. თითქმის 20 წლის განმავლობაში ოპერა გიგა ლორთქიფანიძის რეჟისურით იდგმებოდა. ბოლოს იგი 2009 წელს დაიდგა.

„ქეთო და კოტეს“ მესამე დადგმა კი ახალგაზრდა რეჟისორ, იოანე ხუციშვილს ეკუთვნის, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც სწორედ ამ კლავირზე დაყრდნობით 27, 28, 31 ოქტომბერს და 3, 4, 6, 7 ნოემბერს გაიმართება.