ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში, თურქმა სამხედროებმა 597 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი გაანეიტრალეს
ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში, თურქმა სამხედროებმა 597 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი გაანეიტრალეს

ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შემდეგ, თურქების მიერ სირიაში 597 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გასული ღამის განმავლობაში თურქულმა ავიაციამ სირიაში ქურთების 44 ობიექტი გაანადგურა.

თურქეთის ხელისუფლება ოპერაციის ფარგლებში ხშირად იყენებს სიტყვა „განეიტრალებას“, რაც მოწინააღმდეგეთა ლიკვიდაციას, ალყაში მოქცევას ან შეპყრობას აღნიშნავს.

თურქეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ზონაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალები ქურთული სამხედრო ჯგუფების პოზიციებს ბომბავენ.