ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“-ის ახალი ფაზის ფარგლებში ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“-ის ახალი ფაზის ფარგლებში ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“-ის ახალი ფაზის ფარგლებში ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ოპერაციის მეთვრამეტე ტალღა ღამით, 03:00 საათზე დაიწყო, რომლის ფარგლებში სარაკეტო იერიში განხორციელდა თელ ავივის წინააღმდეგ.

ირანული მედიის თანახმად, აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ჰაიფას მახლობლად. ირანში აცხადებენ, რომ შეტევის სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები და ოპერაციული მხარდაჭერის ცენტრები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატებიც გაუშვა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 ივნისის შემდეგ ირანში ისრაელის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს.