„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია 7 იანვარს, 05:00 საათზე გაიმართება

პირველი არხი თბილისის დროით,  დილის 05:00 სთ-ზე „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიას პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

ლოს-ანჯელესში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, წლის საუკეთესო ფილმების, სერიალებისა და ანიმაციების შემქმნელები 25 ნომინაციაში ერთ-ერთი მთავარი კინოპრემიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში „ოქროს გლობუსისთვის“ „ბოჰემური რაფსოდია“, „ შავი კუკლუქსკლანელი‘“, „შავი პანტერა“, „თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება“ და „ვარსკვლავის დაბადება“ იბრძოლებენ.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გლობუსის მოპოვების შანსი აქვთ ემილი ბლანტს, შარლიზ ტერონს, კონსტანს ვუსა და ელსი ფიშერს.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული ასეთია: ბრედლი კუპერი, უილიამ დეფო, რემი მალეკი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, ლუკას ჰედჯესი.

გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემენ: ჰოლი ბერი, ჩიდვიკ ბოუსმანი, ჯესიკა ჩესტეინიიდრის ელბა, ჰარისონ ფორდი, ჯონი გალეცკი, ლუპიტა ნიანგო, გარი ოლდმენი, ჯიმ პარსონსი, სემ როკველისირშა რონანი, ოქტავია სპენსერი, ბენ სტილერი, ლენა ვეითი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი.