ონში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა და რამდენიმე ხიდი დაზიანდა
ონში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა და რამდენიმე ხიდი დაზიანდა

ონში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ქარულა ადიდდა და სოფელ ღართან მისასვლელი რამდენიმე ხიდი დაზიანდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის, რადგან მოქალაქეები ალტერნატიული გზებით სარგებლობენ.

მდინარის ადიდებამ დააზიანა სახნავ-სათესები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

ამასთან, დაზიანდა წყლის სისტემა, რის გამოც ონის რაიონის რამდენიმე სოფელს წყალი არ მიეწოდება.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

სინოპტიკოსები ონის რაიონში ნალექს ღამითაც ელოდებიან.

დატოვე კომენტარი