ონში ახალი სასტუმრო აშენდება
ონში ახალი სასტუმრო აშენდება

ონში ახალი სასტუმრო აშენდება. ამ მიზნით, ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N63-ში მდებარე 1149 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ტერიტორიაზე სულ მცირე 10-ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს.

აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ფასი 30 000 ლარია. ქონება მიწის ფართობსა და ნაგებობას მოიცავს.

აუქციონი პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები მოაწყონ.