ონში აგროფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში რეგიონში მოქმედი 80-მდე საწარმო, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივი და ფერმერული მეურნეობა იღებს მონაწილეობას.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ და დააგემოვნონ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.
„ასეთი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია რაჭისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავაც ეცდება, მეტი კონტრიბუცია განახორციელოს ამ რეგიონში და ხელი შეუწყოს აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
პირველად ეს ფესტივალი შარშან, ამბროლაურში ჩატარდა. წელს უკვე ჩავატარეთ სამეგრელოში, სამცხე- ჯავახეთში, გურიაში და დავბრუნდით ისევ რაჭაში. დღევანდელი დღე ქმნის მოტივაციას ადგილობრივი გლეხებისთვის და მეწარმეებისთვის, უფრო მეტი პროდუქცია აწარმოონ და რაც მთავარია, გახადონ კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, რეგიონული სამმართველოსა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
