ონლაინმედია რეიტინგები alexa.com-ისა და youtube.com-ის მიხედვით (კვირის და სამი თვის მონაცემები)
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს, ასევე ინსტრუმენტებს: socialbacker.com, noxinfluencer.com, socialblade.com.
ამ ინსტრუმენტებს აქტიურად იყენებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები სოციალური მედიის პლატფორმების შედარებითი ანალიზისთვის.
ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. მთვლელი ეფუძნება ვებგვერდების მომხმარებლების სხვადასხვა მაჩვენებლებს ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ტელევიზიების იუთუბარხების სტატისტიკა ეყრდნობა ამ ტელევიზიების ოფიციალური იუთუბარხებისა და მათი სხვადასხვა პროექტის არხების ჯამურ მონაცემებს.
ონლაინმედია რეიტინგებს საქართველოს პირველი არხი ყოველკვირეულად გამოაქვეყნებს.