ონლაინ კაზინოების კომპანია „გეიმინგ ევოლუშენის“ თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს
ონლაინ კაზინოების კომპანია „გეიმინგ ევოლუშენის“ თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს

ონლაინ კაზინოების კომპანია „გეიმინგ ევოლუშენის“ თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, უკვე თვეზე მეტია კომპანიისგან კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ხელფასის მატებას ითხოვენ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის პასუხად დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ათამდე თანამშრომელი, რადგან უშედეგო აღმოჩნდა ყოველი ცდა, რომ პრობლემა მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტილიყო. დასაქმებულებმა გადაწყვიტეს გაფიცულიყვნენ.

გაფიცვის მოთხოვნებია: ხელფასის მატება 25%-ით; გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა; იმის გარანტია, რომ გაფიცვაში მონაწილე არცერთი დასაქმებულის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება.

კომპანიის თანამშრომლები მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გამართავენ. გაფიცულ თანამშრომლებს მხარდაჭერა გაერთიანებულმა პროფკავშირებმა გამოუცხადა.

პროფკავშირების ლიდერის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, დამსაქმებელი ვალდებულია მათი თანამშრომლები ნორმალური პირობებით უზრუნველყოს.

დატოვე კომენტარი