ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ონის მერის, ემზარ საბანაძის თქმით, სოფელ ღებთან მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. ჯებირების აღდგენა კი კვლავ მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ორ უბანს, რომლებიც ხიდის დანგრევის გამო მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, უკვე შესაძლებელია მათთან დაკავშირება. მდინარე რიონზე დროებითი ხიდია გაკეთებული, სადაც მხოლოდ ფეხით გადასვლაა შესაძლებლი. ბეტონის ხიდის შენება კი მდინარეში წყლის დონის დაწევის და ნალექის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი“,-განუცხადა პირველ არხს ონის მერმა.

ამ დროისთვის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო.

ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა რიონმა, რაჭაში, სოფლების ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.