ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში თბილისიდან ჩასულ მოქალაქეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში თბილისიდან ჩასულ მოქალაქეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
კვლევის შედეგად, ეპიდემიოლოგებმა 23 ახლო კონტაქტი გამოავლინეს, რომლებსაც ტესტირება ეტაპობრივად ჩაუტარდებათ.
ინფიცირებული სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, ხვალიდან სოფელში თერმოსკრინინგი დაიწყება, ასევე ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას გააგრძელებენ.