ონის მუნიციპალიტეტის მერმა და პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
ონის მუნიციპალიტეტის მერმა და პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და მისი პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგნენ.

საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, განცხადება თანამდებობებიდან წასვლის შესახებ მათ უკვე დაწერეს. ონის მერისა და მისი პირველი მოადგილის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომა ორშაბათს გაიმართება და სავარაუდოდ მაშინ გადაწყდება, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას.