ონის მერიის წინ „ონის ჰესის კასკადის“ მშენებლობას აპროტესტებენ
ონის მერიის წინ „ონის ჰესის კასკადის“ მშენებლობას აპროტესტებენ

ონის მერიის წინ სოფელ ნიგავზებში, ფარავნეში, უწერასა და ნაკიეთში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილობრივები მდინარე რიონზე „ონის ჰესის კასკადის“ მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაილეების თქმით, პროექტის მიხედვით, გვირაბში, რომელიც ოთხი სოფლის თავზე, მთაში უნდა გაიყვანონ, მდინარე რიონის კალაპოტი მოექცევა, რაც მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.

მათივე თქმით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, რაჭაში ხშირია მიწისძვრებიც, აქედან გამომდინარე, ოთხ სოფელში მცხოვრები სამასამდე ოჯახი შესაძლოა, კატასტროფის წინაშე დადგეს.

აქციის შემდეგ ადგილობრივებმა ონის კულტურის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, სააქციო სსაზოგადოება „ონის კასკადმა“ მემორანდუმი მთავრობასთან გააფორმა.

საჯარო განხილვას, საკონსულტაციო კომპანია “გამა კონსალტინგის”, “მწვანე ალტერნატივას”, “სს.ონის კასკადისა” და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.