ომს გამოქცეული და დევნილად ქცეული ადამიანების ისტორიები - „მოამბის“ რეპორტაჟი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან

ომის სისასტიკეს გამოქცეული და დევნილად ქცეული ადამიანების უმძიმესი ისტორიები – „მოამბის“ გადამღები ჯგუფი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მუშაობს.

პოლონეთის სოფელ მედიკაში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადები არ წყდება. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან კარვებიცაა მოწყობილი. უკრაინიდან წამოსულ მოქალაქეებს შორის ქალები და ბავშვები ჭარბობენ. ყველაზე დიდი ნაკადები მარიუპოლიდან, ხარკოვიდან, ზაპოროჟიედან და კიევიდანაა. გამშვებ პუნქტთან ლტოლვილებს მოხალისეები ხვდებიან, პირველადი მოხმარების ნივთებით ამარაგებენ, შემდეგ კი დევნილები სარკინიგზო ქალაქამდე ავტობუსებით გადაჰყავთ, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებენ. ადამიანები, რომლებიც ახლა მეზობელ ქვეყანას აფარებენ თავს, ომის მალე დასრულების და საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მალე დაბრუნების იმედს არ კარგავენ.

გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძის და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან.