„ომონიის“ მწვრთნელმა, ჰენინგ ბერგმა ქუთაისში „ტორპედოსთან“ 4:0 მოგების და კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
„ძალიან კმაყოფილები ვართ ამ თამაშით. პირველიც კარგად ჩავატარეთ, მაგრამ იმდენი ვერ გავიტანეთ, რამდენიც შეგვეძლო. ეს უფრო დაბალანსებული მატჩი იყო, მაგრამ გატანილი გოლებით კლასი გამოვავლინეთ. პირველ ტაიმში კულიბალის გადაცემა და იოვეტიჩის გოლი საუკეთესო იყო, ასეთებს იშვიათად ვხედავთ.
ამის გამო „ტორპედოსთვის“ თამაშში დაბრუნება რთული აღმოჩნდა. ჩვენ კი კონცენტრირებულები ვიყავით და საქმე ისე შევასრულეთ, როგორც საჭირო იყო. ვფიქრობ, ძალიან პროფესიონალურად და ხარისხიანად ვითამაშეთ და კმაყოფილები ვართ თამაშით და ანგარიშით. მაგრამ ახლა უფრო და უფრო ძლიერ გუნდებს შეხვდებით.
ბოლოს „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გაგვაცილეს. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ გიკრავს ტაშს მოწინააღმდეგე ქომაგი. მათ ლამაზი გოლები და კარგი გუნდი იხილეს. ასეთი რეაქციით უნდა იამაყონ, რადგან, დამარცხების მიუხედავად, ჩვენი სამართლიანი გამარჯვება აღიარეს“.