ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე ორ ცხელ წერტილში პროგრესს აღწევენ

12:03, 05.12.2025

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე, ორ ცხელ წერტილში პროგრესს აღწევენ.

ISW-ის ცნობით, უკრაინის ჯარებს დნეპროპეტროვსკის ოლქში, ოლექსანდრივკის მიმართულებით, ზაპოროჟეში კი, ჰულიაიპოლესთან ახლოს გარკვეული პროგრესი აქვთ.

მათივე ინფორმაციით, 4 დეკემბრის გეოლოკაციის კადრებში ჩანს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დობროპილიის ცენტრში დროშები აღმართეს.

„4 დეკემბრის კადრები, რომლებიც ასახავს უკრაინელი ჯარისკაცების მოქმედებას დობროპილიის ცენტრში, მიუთითებს, რომ რუსი ჯარისკაცები ამჟამად არ იკავებენ პოზიციებს მდინარე გაიჩურის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დობროპილიის დასავლეთით, ტერიტორიაზე, სადაც, რუსული წყაროების ცნობით, რუსი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ“, – აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, რუსულმა ძალებმა მცირე ხნით ივანოვკის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა ქალაქი დაიბრუნეს და რუსული ძალები განდევნეს.

მსგავსი