„ომიკრონის“ საფრთხის გამო, ისრაელის ხელისუფლება უცხოელი ვიზიტორებისთის საზღვრების 14 დღით ჩაკეტვას აპირებს
„ომიკრონის“ საფრთხის გამო, ისრაელის ხელისუფლება უცხოელი ვიზიტორებისთის საზღვრების 14 დღით ჩაკეტვას აპირებს

ომიკრონის“ საფრთხის გამო, ისრაელის ხელისუფლება უცხოელი ვიზიტორებისთის საზღვრების 14 დღით ჩაკეტვას აპირებს. შესაბამის გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობის კაბინეტი დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.

ახალი წესებით ისრაელი მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისას ტესტირება მოუწევთ, ხოლო სამ დღეში პისიარტესტის ჩაბარებას მოსთხოვენ. თუ ამ ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, მაშინ მოქალაქეს იზოლაციის რეჟიმის დარღვევის უფლებას მისცემენ. აუცრელი მოქალაქეებისთვის კი კარანტინი შვიდ დღეს გაგრძელდება. უცხოელებს, ვისაც ისრაელში ჩასვლის უფლება აქვთ, სპეციალურ კოვიდსასტუმროებში განათავსებენ.

გავრცელებული ცნობით, ისრაელში ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი შტამი ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. კიდევ შვიდი პაციენტის ანალიზები ლაბორატორიაში გაგზავნილი და პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

კორონავიურსის ახალი შტამი „ომიკრონი“ პირველად ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ის დადასტურდა ევროპის არაერთ ქვეყანაშიც.