„ომიკრონის“ და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მსოფლიოში ათასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო
„ომიკრონის“ და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მსოფლიოში ათასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

„ომიკრონის“ შტამის სწრაფი გავრცელების და ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მსოფლიოში ბოლო 24 საათში 4 282 რეისი გაუქმდა, აქედან 1 800 ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გადაიდო 11 000-ზე მეტი რეისი. რეისების გადადებისა და გაუქმების ძირითადი მიზეზი აეროპორტის თანამშრომლების დეფიციტია, რადგან მათი უმეტესობა ან ვირუსითაა ინფიცირებული, ან იზოლაციაშია.

„დელტა ეარლაინსმა“ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლს თხოვნით მიმართა, გადახედოს კოვიდინფიცირებულებისა და მათთან კონტაქტში მყოფი ადამიანების იზოლაციის ვადებს.