ომერ ჩელიკი - „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლისა და იარაღის დაყრის გადაწყვეტილება „ტერორისგან თავისუფალი თურქეთისკენ“ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია
ტერორისტული დაჯგუფების, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლისა და იარაღის დაყრის გადაწყვეტილება „ტერორისგან თავისუფალი თურქეთისკენ“ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა.
ჩელიკმა აღნიშნა, რომ „ტერორისგან თავისუფალი თურქეთის“ პროცესს სახელმწიფო ინსტიტუტები ადგილზე ყურადღებით დააკვირდებიან და ყველა მოვლენა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეცნობება.
„თუ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ახალი გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რომელიც მის ყველა ფილიალსა და უკანონო სტრუქტურებს დახურავს, ეს გარდამტეხი მომენტი იქნება“, – განაცადა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა.
„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა.