ომარ მიგინეიშვილმა 19-წლიანი კარიერა დაასრულა - ქართველი მეკარე ფეხბურთიდან გააცილეს #1TVSPORT
ომარ მიგინეიშვილმა 19-წლიანი კარიერა დაასრულა - ქართველი მეკარე ფეხბურთიდან გააცილეს #1TVSPORT

ომარ მიგინეიშვილი ფეხბურთიდან გააცილეს. „დინამო თბილისის“ 37 წლის მეკარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „ლოკომოტივის” მატჩის დაწყებამდე თბილისელთა სპორტულმა დირექტორმა ალეკო რეხვიაშვილმა სიმბოლურად „დინამოს” 13-ნომრიანი მაისური გადასცა, რომლითაც ბოლოს გუნდში გამოდიოდა.

გამოცდილი მეკარე სამტრედიელია. კარიერა 19 წლის წინ, 2020 წელს მშობლიური ქალაქის გუნდში, „სამტერდიაში“ დაიწყო. საქართველოს ჩემპიონატში 8 გუნდში უთამაშია და ბევრგან კაპიტანიც იყო.

2002 წელს „სამტრედიაში“ დაწყებული კარიერა გააგრძელა ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, გორის „დილაში“ „რუსთავსა“ და „საბურთალოში“. არის სამივე ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი – ორ გუნდში, „დინამოსა“ და „სამტრედიაში“ გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი.

2012-2017 წლებში მიგინეიშვილს სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ნაკრებში, რომლის სამატჩო განაცხადშიც 10-ჯერ მოხვდა და 2-ჯერ ითამაშა.