ომარ ალ-ბაშირი მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში გადაიყვანეს
ომარ ალ-ბაშირი მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში გადაიყვანეს

სუდანის ყოფილი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში გადაიყვანეს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ალ-ბაშირს შინა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.

უგანდის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰენრი ორიემ ოკელოს განცხადებით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად, ქვეყანა მზადაა ომარ ალ-ბაშირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი განიხილოს.

ალ-ბაშირის ჩამოგდების მიუხედავად, სუდანში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ გამოდიან და სამოქალაქო პოლიტიკური მმართველობის დაწესებას მოითხოვენ.

ომარ ალ-ბაშირს ომის დანაშაულში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი.