ომანის ყურეში ორი ტანკერიდან ეკიპაჟის 44 წევრი გადაარჩინეს
ომანის ყურეში ორი ტანკერიდან ეკიპაჟის 44 წევრი გადაარჩინეს

ომანის ყურეში ორი ტანკერიდან ეკიპაჟის 44 წევრი გადაარჩინეს. ისინი ირანის ჯასკის პორტში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ნავთობით დატვირთული ტანკერები ტაივანისკენ მიემართებოდნენ.

შეგახსენებთ, დღეს დილით ირანულმა ტელეკომპანია „პრეს ტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა.

ერთ-ერთი მათგანი ნორვეგიულ კომპანია „ფრონტლაინს“ ეკუთვნოდა, მეორე კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას. ირანული მედია იუწყებოდა, რომ ხომალდებთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა. ომანისა და პაკისტანის პორტებში ტანკერებიდან განგაშის სიგნალი მიიღეს.