ომანის სანაპიროსთან, ისრაელური კომპანიის კუთვნილ ნავთობმზიდზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ეკიპაჟის ორი წევრი
ომანის სანაპიროსთან, ისრაელური კომპანიის კუთვნილ ნავთობმზიდზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ეკიპაჟის ორი წევრი

ომანის სანაპიროსთან, ისრაელური კომპანიის კუთვნილ ნავთობმზიდზე თავდასხმა განხორციელდა.

შესაბამის ინფორმაციას „როიტერი“ ხომალდი მენეჯერ კომპანია „ზოდიაქ მერითაიმზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი. ისინი დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის მოქალაქეები არიან.

როგორც კომპანია Zodiac-ში აცხადებენ, ინციდენტის დეტალების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. კომპანია „ზოდიაქ მერითაიმი“ ისრაელელ მილიარდერ ეიალ ოფერის ოჯახს ეკუთვნის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამჟამად ხომალდი უსაფრთხო მიმართულებით მიცურავს აშშ-ის საზღვაო ესკორტის თანხლებით.