ომანის სალალის პორტში საწვავის ავზები დრონებით დაბომბეს

19:37, 11.03.2026

ომანის სალალის პორტში საწვავის ავზები დრონებით დაბომბეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„უსაფრთხოების წყარომ განაცხადა, რომ რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს, ხოლო სხვებმა სალალის პორტში საწვავის ავზებს დაარტყეს“, – განაცხადა ომანის საინფორმაციო სააგენტომ.

მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

პარალელურად, კერძო საზღვაო უსაფრთხოების კომპანიამ, Vanguard Tech-მა პორტის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ განაცხადა მის სამხრეთ მონაკვეთზე თავდასხმის შემდეგ.

მსგავსი