ომანი და ირანი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობასთან დაკავშირებით ტექნიკურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ
ომანი და ირანი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობასთან დაკავშირებით ტექნიკურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, – ინფორმაციას ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მასკატში გამართული მოლაპარაკებების დროს ირანი საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და მისი ომანელი კოლეგა საიდ ბადრ ალბუსაიდი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ხომალდებმა გადაადგილება შეფერხების გარეშე უნდა შეძლონ და ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
ირანული სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით, ალბუსაიდიმ განაცხადა, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური გზების გამონახვა აუცილებელია და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი უსაფრთხოების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
The Sultanate of #Oman and the Islamic Republic of #Iran hold talks in Muscat regarding navigation through the Strait of #Hormuz, with a view to ensuring its safety and freedom in light of the developments and repercussions arising from recent events. The two sides agreed to… pic.twitter.com/1ocLHYQkn1
— Oman News Agency (@ONA_eng) July 11, 2026