ოლივერ ვარჰეი - ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განვაგრძობთ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და ეკონომიკურ განვითარებაში
ოლივერ ვარჰეი - ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განვაგრძობთ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და ეკონომიკურ განვითარებაში

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც ევროკომისარი წერს, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას.

„ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია ქვეყნისთვის, რადგან მისი ხალხი არჩევნებზე მიდის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგში და მის ეკონომიკურ განვითარებაში“, – წერს ვარჰეი სოციალურ ქსელში.