ოლივერ ვარჰეი - ვიწყებთ ამბიციურ პროგრამას „ევროკავშირი დიალოგისთვის“, რომლის მიზანია მოუგვარებელი და სისხლიანი კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება
ოლივერ ვარჰეი - ვიწყებთ ამბიციურ პროგრამას „ევროკავშირი დიალოგისთვის“, რომლის მიზანია მოუგვარებელი და სისხლიანი კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება

ჩვენ ახლა ვიწყებთ ამბიციურ პროგრამას „ევროკავშირი დიალოგისთვის“, რომლის მოცულობაც 15 მილიონი ევროა, ამ პროგრამის მიზანია მოუგვარებელი და სისხლიანი კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ონლაინკონფერენციის დროს განაცხადა, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, გასულ წელს მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც ევროკავშირის პროგრამა „აღმოსაველთ პარტნიორების“ მომავალს ეხებოდა, ითქვა, რომ ევროკავშირის უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად.

„ევროკავშირის გახლავთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ კუთხით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობა გადამწყვეტია. ჩვენ ახლა ვიწყებთ ამბიციურ პროგრამას „ევროკავშირი დიალოგისთვის“, რომლის მოცულობაც 15 მილიონი ევროა, ამ პროგრამის მიზანია მოუგვარებელი და სისხლიანი კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება. ჩვენ ასევე მივესალმებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ვაშინგტონი მზად არის ამ რეგიონში თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის. ევროკავშირსა და აშშ-ის საერთო ხედვა აქვთ. უსაფრთხოება და სტაბილურობა არის კეთილდღეობის საფუძველი. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ, რათა რეგიონის მედეგობა განვამტკიცოთ. კერძოდ, მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში სომხეთსა და საქართველოში, ხოლო ეკონომიკის დივერისფიკაციასა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე აზერბაიჯანში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალზე საუბრისას ევროკავშირი მე ყურადღებას გავამახვილებდი სამ საკითხზე, ესენია: ეკონომიკური აღდგენა, მედეგობის განმტკიცება და რეფორმები“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მისივე თქმით, ეკონომიკური აღდგენისთვის და მედეგობის განმტკიცებისთვის აუცილებელია ინვესტიციები რეფორმებში.

„ამ საკითხზე ევროკავშირსა და აშშ-ს ისტორიული თანამშრომლობა აკავშირებს. კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმები გადამწყვეტია, რათა ხალხს და ბიზნესს ჰქონდეს ნდობა და უსაფრთხოება, რომელიც მათ სჭირდებათ. ეს ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხები იქნება, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების გამო სომხეთსა და საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე სცემდეს პატივს დემოკრატიისა პრინციპებსა და პროცესებს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.