ოლივერ ვარჰეი – შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეის თქმით, შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერის გამოხატვას, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გავლენა შემსუბუქდეს. შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო“,- აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
Welcomed 🇬🇪 Prime Minister @GharibashviliGe today. The 🇪🇺continues to provide support to help 🇬🇪to deal w/ the impact of Russia’s war against 🇺🇦. Immediately after receiving replies to 🇪🇺questionnaire, Commission started to prepare the Opinion on 🇬🇪’s application to EU. pic.twitter.com/5Zakf76ZhP
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) May 18, 2022