ოლივერ ვარჰეი ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს – საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე. მინისტრ ოთარ შამუგიასთან განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში ევროკავშირთან შესაბამისობის საკითხი. ეს არის მთავარი სფეროები საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“, – დაწერა ოლივერ ვარჰეიმ.
#Georgia continues progressing on its EU enlargement track as an 🇪🇺candidate county.
Disussed w/ 🇬🇪Minister Otar Shamugia @agricultureGEO the EU alignment in agriculture & green transition.
These are key areas on Georgia’s EU path.
Our support will continue. pic.twitter.com/lP0hSHvxdd— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) January 24, 2024