ოლივერ ვარჰეი – მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები
ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
„15 წელი, 2008 წელის აგვისტოში მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. მას შემდეგ საქართველო ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობის პირობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, – წერს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი.
15 years!
In Aug 2008 Abkhazia & SOssetia/Tskhinvali regions were occupied.
Ever since 🇬🇪lives under the threat of heavy Russian military presence in the occupied regions.
We stand by the independency& territorial integrity of 🇬🇪 & call upon Russia to meet its int obligations.— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) August 7, 2023