ოლივერ ვარჰეი – მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი, ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელ ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეი ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.
„სიხარულით მივესალმები ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის“, – წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.
Please to welcome Prime Minister @PM_Kobakhidze in Brussels.
It is good to see the strong commitment of Georgia to deliver on the EU accession track.
We work to bring #Georgia into the #EU. pic.twitter.com/L2uHuNPhCW
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) February 20, 2024