ოლივერ ვარჰეი - გვჯერა, დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და ორივე მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რომელსაც გამოსავლამდე მივყავართ
ოლივერ ვარჰეი - გვჯერა, დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და ორივე მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რომელსაც გამოსავლამდე მივყავართ

ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და ორივე მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რომელსაც მივყავართ გამოსავლამდე, რომელიც თავის მხრივ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, – ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ევროკომისარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„როგორც უკვე აღნიშნა ბატონმა ბორელმა, ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მოჰყვა შარშან შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ამასთან დაკავშირებით ერთადერთ წინადადებას ვიტყვი – ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და ორივე მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რომელსაც მივყავართ გამოსავლამდე, რომელიც თავის მხრივ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.